ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის, – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია – ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!“, – წერს ზურაბიშვილი.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს