LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი კობახიძეზე: „ცილისწამებისთვის აუცილებლად ვუჩივლებ“

150
დავით ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი და პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმავს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლოს:

„ესე იგი ხალხის ძალამ რომ გაავრცელა ეს ბოდვა, ვიფიქრე, დავიკიდებ, რამდენი იდიოტი რამდენ სისულელეს იტყვის, ყველაფერს ხომ არ გამოვეკიდები მეთქი, მაგრამ როდესაც თვით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დამდო პატივი და განაცხადა, ზუსტად ვიცით დავით ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის აგენტი რომააო, ამას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე.

აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას, რის გამოც ასეთი პატივი დავიმსახურე: თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ენერგორესურსების განხორციელების პროექტს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ როგორც პუტინზე გაიცა დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლოდან, იგივე მოხდეს მისი რეგიონული მოკავშირის მიმართაც.

ეს არის ელემენტარული ლოგიკა, გამომდინარე შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან და თუ ვინმეს ხელისუფლებაში სერიოზულად გგონიათ, რომ ამას მე ამერიკის დაზვერვა თუ მასონთა ლოჟა მალაპარაკებს ბიძინას დაშანტაჟების მიზნით, ვაი თქვენს პატრონს უბედურს!

ბატონ კობახიძეს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის.“ – წერს დავით ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით ზურაბიშვილს „უცხოელი აგენტი უწოდა“ და აღნიშნა, რომ კარგად იცის, რას უნდა „მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები