პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასა და იმ პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ აქციას არ შეუერთდებიან.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ განცხადება “მიშა პოლიტპატიმარია, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას არ ვუერთდები”, დაახლოებით ისეთივე გამოთქმაა, როგორც “ვეგეტარიანელი კი ვარ, მაგრამ გოჭის ხორცს ვჭამ”:
“მორიდებით შევნიშნავ, რომ “მიშა პოლიტპატიმარია, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას არ ვუერთდები” ან “მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას არ ვუერთდები, მაგრამ მიშა პოლიტპატიმარია”, არის დაახლოებით ისეთივე ტიპის გამოთქმა, როგორც “ვეგეტარიანელი კი ვარ, მაგრამ გოჭის ხორცს ვჭამ”, ან გოჭის ხორცს კი ვჭამ, მაგრამ ვეგეტარიანელი ვარ”.
არაფერი პირადული, წმინდა პოლიტტექნოლოგიურს ვუბნობ.” – წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქში”.