საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.