საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას, უკრაინელ ხალხს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას . ველოდები ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
უკრაინაში უკვე დათვლილია ხმების 94.46%, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩევლის 73.19% აძლევს ხმას. უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.
