საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
ყალბ ამბებზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია.
“რაც შეეხება, მათ შორის პირველ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ივანიშვილის განცხადებებს ეხებოდა, ვფიქრობ, რომ ყველანი საქართველოში, მათ შორის მეც ვარ მუდმივად ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ, იმის გამო, თუ რა ვთქვი ან არ ვთქვი”- აღნიშნა ზურაბიშვილმა.