LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურიკო დავითაშვილის გოლის შემდეგ საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში 1:3 გახდა

167
ზამურ ჭითანავა

ზურიკო დავითაშვილის გოლის შემდეგ საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში თურქების სასარგებლოდ 1:3 გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

ამ დროისთვის ანგარიში თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ 2:0 ფიქსირდება. პირველი გოლი თურქეთის ნაკრებმა მესამე წუთზე, როლო მეორე გოლი 43- წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებები ბოლოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თურქეთის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ “დინამო არენაზე”, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g