„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას და პარტიის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრას მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ია ფარულავა წერს, „თინა ბოკუჩავა პოლიტიკაში ყველაზე კერკეტი კაკალი ქალია“.
„თინა ბოკუჩავა – ყველაზე კერკეტი კაკალი ქალი პოლიტიკაში.
ზუსტად თინა მინდა პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად, რადგან ამ სიფრიფანა და ნაზმა გოგომ ყველას თამაში გაშიფრა და ამ თამაშ-თამაშით ვაშინგტონამდეც ჩავიდა.
ესეც შენი სამი კაკალი კონკიასთვის. საღოლ, ვანო მერაბიშვილის ბონუსიც რომ მიამატა თან“, – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
თინა ბოკუჩავა -ყველაზე კერკეტი კაკალი ქალი პოლიტიკაში ზუსტად თინა მინდა პრეზიდენტად ან პრემიერ მინისტრად რადგან ამ…
Posted by Ia Parulava on ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
ცნობისათვის, როგორც თინა ბოკუჩავამ აშშ-ში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, კონგრესსა და სენატში ორმხრივი შეხვედრები იმართება.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც უშუალოდ იქმნება ამერიკული პოლიტიკა. ასევე შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინ როდესაც ივანიშვილო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ა.შ“, – განუცხადა თინა ბოკუჩავამ მედიას.