LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუსტად ვიცი ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი… ძალიან მძიმეა რომ იცი, შენი შვილი ოთხ კედელშია გამოკეტილი არაფრის გამო“ – ლიკა გუნცაძე

215
ლიკა გუნცაძე

„სამაგალითოდ დასაჯეს ანდრო, რომ დაეშინებინათ სხვა, ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი პროტესტი“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ განაცხადა.

„მინდა ვუთხრა ყველა პატიმრის დედას, ჩვენ, მშობლები, აუცილებლად გადავცურავთ ზღვას“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე „როგორ ფიქრობს – რატომ დაიჭირეს ანდრო“ – ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ „ზუსტად იცის, ვისგან მოდის ეს ყველაფერი“.

„რატომ ანდრო – პირდაპირ ვამბობ, შური და ზუსტად ვიცი, ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი, უბრალოდ, ახლა ვერ გავახმოვანებ. სამაგალითოდ – ეს ხელოვანი ხალხი რომ გამოვიდა და ყველაზე მაგრად აპროტესტებს, თეატრი, კინო, მსახიობები, რეჟისორები, „აი ამას დავიჭერთ ახლა და მერე თქვენ რა გელოდებათ“.

სამაგალითოდ დასაჯეს ანდრო, რომ დაეშინებინათ სხვა, ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი პროტესტი“, – ამბობს ლიკა გუნცაძე და ამავე გადაცემაში სტუმრობის დროს აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძე ოქროს წუთებს კარგავს.

„შეგრძნების დონეზე ძალიან მძიმეა, რომ იცი, შენი შვილი ოთხ კედელშია გამოკეტილი არაფრის გამო და კარგავს ოქროს წუთებს. მთელი ქვეყანა კარგავს დროს, ყველა გარეთ არის: ანდროს თეატრი – ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ გაჩერდა, დათო დოიაშვილისგან ანდროს ისეთი თანადგომა აქვს, ასეთი არც წიგნებში წამიკითხავს და არც კინოში მინახავს. ამხელა სახელმწიფო თეატრი გააჩერა იმიტომ, რომ ასეთი სოლიდარულია ანდროს მიმართ“, – თქვა ლიკა გუნცაძემ.

ცნობისათვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც 5 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 10 იანვარს კვლავ პატიმრობაში დატოვა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

"ძალიან მძიმეა რომ იცი, შენი შვილი ოთხ კედელშია გამოკეტილი " – ლიკა გუნცაძე

"ძალიან მძიმეა რომ იცი, შენი შვილი ოთხ კედელშია გამოკეტილი არაფრის გამო" – ლიკა გუნცაძე გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=ySFjK0dDWzg

Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on კვირა, 26 იანვარი, 2025

"ვიცი ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი" – ლიკა გუნცაძე

"ზუსტად ვიცი ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი" – ლიკა გუნცაძე გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=ySFjK0dDWzg

Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on კვირა, 26 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g