LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ მგზავრობა აკრძალულია

109

გარემოს ეროვნული  სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

წინასწარი ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებებლი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის თარიღი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.

magti 5g