ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ეხმიანება და პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოჩენილი სიმამაცით აღფრთოვანებულია.
“ზელენსკის მდგრადობა და სიმამაცე, მისი თავდაჯერებული მიმართვები ინსტიტუტებში უნდა ისწავლებოდეს. თუმცა ეგეთი ან ხარ ან არა, მაგას ვერ ისწავლი”, – წერს ზვიად ციკოლია.
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. დაშავდა და გარდაიცვალა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დანაკარგები აქვს ოკუპანტსაც, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ უკრაინული წყაროებიდან ვიცით. ოკუპანტი ქვეყანა ამბობს, რომ მას დანაკარგები არ აქვს.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში