LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად დევდარიანის მეუღლე: ძალადობით იჭრებით სხვის ცხოვრებაში

294

ზვიად დევდარიანის მეუღლე, სოციალურ ქსელში მის ქმართან დაკავშირებით წამოყენებულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, ბრალდებები უსაფუძვლოა.

დევდარიანის მეუღლე მადლობას უხდის ქალთა მოძრაობას და ამბობს, რომ ზვიადი თავს ცივილური, სამართლებრივი გზებით გაიმართლებს.

“ორი დღის წინ …. ცხოვრობ პატარა ბედნიერ ოჯახში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, შესაძლოა გაქვს იგივე პატარა თუ დიდი პრობლემები რაც ოჯახების უმრავლესობას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახით. და არ გგონია, რომ ერთ დღესაც შეიძლება ეს ყველაფერი ვინმემ დაგინგრიოს ასე დაუნდობლად, სასტიკი მეთოდებით და გაწიროს უდანაშაულოდ ადამიანი და ადამიანები…

ორი დღეა ვისმენ აბსურდულ, ალოგიკურ და უსაფუძვლო ბრალდებებს ზვიადის მიმართ წლების წინ “მომხდარდარ” ამბებზე დღეს, ვცდილობ დავაიგნორო ადამიანები, რომლებიც ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ და ვცდილობ ავარიდო ჩემი შვილები ამ დაძაბულ სიტუაციას….

როდესაც პრეტენზია გაქვს სერიოზულ განცხადების გაკეთებაზე რაიმე შედეგის სანაცვლოდ, მინიმუმ მომზადებული უნდა შეხვდე, მეტი დამაჯერებლობისთვის შეთხზა ყველა საინფორმაციო წყაროსთვის ერთგვაროვანი ტექსტი, დადო ფაქტები და გამოაშკარავო „მსხვერპლი“.

ზვიადის გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო სახალხო დამცველზე დარტყმის ასარიდებლად.

თან ვფიქრობ: თქვენი მიზანია “მოძალადის” “მხილება“, თქვენ გინდათ, რომ ქალების შევიწროვებას აღარ ჰქონოდეს ადგილი, თქვენ გინდათ, რომ ქალთა უფლებები “დაიცვათ”… და ამ დროს რას აკეთებთ? ძალადობით იჭრებით სხვის ცხოვრებაში, ცდილობთ გაანადგუროთ ჩემი ქმარი, დამიზაფროთ ოჯახის წევრები და დამინგრიოთ ოჯახი!

მადლობა „ქალთა“ მოძრაობას! ზვიადი თავის სიმართლეს ცივილური და სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის დასაცავად!”, – წერს ზვიად დევდარიანის მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g