მსახიობი ზვიად დოლიძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას მსახიობების დაბალ ანაზღაურებასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პროფესიის ადამიანები ხშირად წუწუნებენ, ლუკმა-პურის ფული რომ არ აქვთ:
„მოდი, პირდაპირ ვიტყვი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხანდახან პურის ფული არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ზარმაცია. ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია, კაცს რომ რაიონში დიდი მიწები აქვს, მისი დამუშავება ეზარება და თბილისში ქარხანაში 800-1000 ლარზე სამუშაოდ მოდის. მაშინაც ასე იყო და დღესაც ასეა, ადამიანი თუ ხელს გაანძრევს, ღმერთი აუცილებლად აჩვენებს უკეთეს გზას.
როდესაც უმუშევარი დავრჩი, ორი კვირის განმავლობაში მთელი თბილისის ფეხით მოვიარე.
თუ კი რამე სამსახური არსებობდა, ჩემს პროფესიასთან ახლოს, ყველა შემოვიარე. ორი კვირის თავზე დავიწყე გახმოვანებაზე მუშაობა…“