LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად დოლიძე: „ქართველმა კაცმა ცოლს როგორც უნდა შეაგინოს, არანაირად არ უნდა მოგეწონოს, მაგრამ ხელოვნებაში ყველაზე მთავარი სწორედ „როგორ“ არის…“

437
ზვიად დოლიძე

მსახიობი ზვიად დოლიძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ პარლამენტარ პაკელიანის როლს განასახიერებს, ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, რომ მაყურებლის მხრიდან უფრო მეტად ნეგატიურ გამოხმაურებას ელოდა.

თქვენი პერსონაჟის – ვაკო პაკელიანის ასეთ პოპულარობას ელოდით?

პერსონაჟის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას უფრო მეტად ველოდი… პირველ 2 სერიაში ჩემი პერსონაჟის გამოჩენის, მის მიერ უზრდელურად ნათქვამი ფრაზების, გინების შემდეგ, მაყურებლებისგან პოზიტიური დამოკიდებულება „წამოვიდა” და პერსონაჟი პოპულარული გახდა. სერიალის მაყურებლებისთვის ჩემი გმირი ჯერ პარლამენტარი გახლდათ, შემდეგ – ვაკო, მერე – თეკოს მიერ შექმნილი „ბუბუ”…

ნეგატიური დამოკიდებულების მოლოდინი გაშინებდათ?

ჩემი პერსონაჟი სერიალ „ტიფლისშიც” არ გახლდათ „კანფეტი” (იღიმის). ამიტომ ნეგატიურ დამოკიდებულებას მიჩვეული ვიყავი. როცა უარყოფითი გმირის შემსრულებელი მსახიობი მაყურებლის ანტიპათიას იწვევს, ე.ი. როლის შესრულებისას სწორ გზაზე დგას. პაკელიანის შემთხვევაში, სხვა თემები შემოვიდა: მისი მსგავსი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იკვეხნიან, კუდი ყავარზე აქვთ გადებული, თავაწეულები დადიან, ოღონდ – გარკვეულ საკითხებში უუნაროები და საბრალოებიც კი არიან. ეტყობა, მაყურებლებმა მასში ბევრი ვინმე დაინახეს. სერიალში გამოჩენისთანავე ჩემი და თეკოს ტანდემზე თქვეს, – „ვაიმე, თქვენ ორზე ვგიჟდები!” – რატომ? ის კაცი ცოლს აგინებს-მეთქი. – არა, არა, მთავარია, როგორ აგინებსო (იცინის)! ქართველმა კაცმა ცოლს როგორც უნდა შეაგინოს, არანაირად არ უნდა მოგეწონოს, მაგრამ ხელოვნებაში ყველაზე მთავარი სწორედ „როგორ” არის: მაგალითად, „ჰამლეტს” ბევრი დგამს. ადამიანს ლიტერატურული ნაწარმოები წაკითხული რომ აქვს, სპექტაკლის სანახავად იმიტომ მიდის, რათა ნახოს, როგორ თამაშობენ მსახიობები, როგორ დადგა რეჟისორმა… ვაკო პაკელიანი ქართველი პოლიტიკოსის (მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება) რეალურ ცხოვრებას ასახავს. ალბათ, საკმაოდ მკვეთრი სახეა. მთავარია, ხალხს მოეწონა. მაყურებლის დამოკიდებულებას ყურადღებას ვაქცევ. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ რაღაც მინიშნებებს იღებ, საკუთარ თავს ამოწმებ, რამდენად „სწორად მიდიხარ” ან რამდენად სცდები შენი პერსონაჟის ამბავს..

ზვიად დოლიძე: „ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია, კაცს რომ რაიონში დიდი მიწები აქვს, მისი დამუშავება ეზარება და თბილისში ქარხანაში 800-1000 ლარზე სამუშაოდ მოდის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g