სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამას ვერ შევეგუებით, ხმა უნდა ამოვიღოთ
,,ეს ადამიანი ,,კატლეტისა'' და წიწიბურას ჭამისთვის დააკავეს'' - ნიკა მელია
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა და განმარტა, რომ მოსამართლის მიმართ ნათქვამი სიტყვები შეურაცხყოფად მიიჩნიეს.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადვოკატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.ამისთვის კუპრავას ძალადობის მუხლით, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაგან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.
გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.