LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული

73

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ზვიად კუპრავს ინიფორმაციით, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული სასამართლოში ჩემი იძულებით აყვანის ფაქტზე. მედავებიან სასამართლოს უპატივცემულობას. ეს არის სრული აბსურდი. სასამართლოს უპატივცემულობა არ შეიძლება მოხდეს სასამართლოს დარბაზის გარეთ“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე 12:00 საათზე მივა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში ინციდენტი 12 ივნისს მოხდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g