LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს

140
ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი განმარტავს, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.

„დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება“, – აღნიშნა ქორიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.

„სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g