LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ქორიძე: მზია ამაღლობელი ტუსაღია და ივანიშვილის საპყრობილეში ზის – ჟურნალისტს მკვდრადშობილ მუხლს ედავებიან

164
2025-01-27_23-18-38_477110

მზია ამაღლობელი ტუსაღია და ივანიშვილის საპყრობილეში ზის, – აღნიშნულის შესახებ ზვიად ქორიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტს მკვდრადშობილ მუხლს ედავებიან.

„მოდი განვსაზღვროთ, ვინ უნდა იყოს ადრესატი მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი არის პირადი ტუსაღი და ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში ზის.

ვინ უნდა იყოს ადრესატი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამართლიანობა არის დღეს დატუსაღებული და ვიცით, რომ რეალურად მკვდრადშობილი მუხლი, რომელიც წინა მმართველობის დროს მოიგონეს და ჩაწერეს სისხლის სამართლის კოდექსში, მზია ამაღლობელისთვის გააცოცხლეს.

მზიას იმას ედავებიან და იმით ცდილობენ მის გასამართლებას, რომელიც არანაირად არ შეიძლება მიუდგეს მის საქმეს. საერთოდ ეს საქმე დასახურია. სხვა არაფერზე აღარ არის საუბარი. ამის ადრესატი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მზია შიმშილობს უკვე 16 დღეა. განგაში! ყოველი წუთი და წამი ვიცოდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“

ნიკოლოზ რაჭველი: „მხოლოდ მზია ამაღლობელზე, მისთვის სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე ყმაწვილზე, ჩემს მეგობარ ანდროზე და მასთან ერთად დაკავებულ ყველა ღირსეულ ადამიანზე მეფიქრება… და კიდევ მათზე, ვისაც ეს ყველაფერი არ ანაღვლებთ… რა მტკივნეულია ეს ყველაფერი“

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g