LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

НТВ “ჩერნობილის” რუსულ ვერსიას გადაიღებს

366
1559733236-1461

რუსეთის სამთავრობო არხი  НТВ  სერიალ „ჩერნობილის“ რუსული ვერსიაზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულენოვანი მედია ავრცელებს და წერს, რომ სერიალს რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღებენ და წლის ბოლომდე გამოვა ეკრანებზე.

როგორც ცნობილია, მთავარი გმირი არა ჩერნობილის ლიკვიდატორი ,არამედ საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი იქნება.

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სერიალში მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე პერიოდს, თვითონ აფეთქებას და რამდენიმე თვის შემდგომ პერიოდს შეეხება. სიუჟეტ ЦРУ-ს თანამშრომლის, ალბერტ ლენცის, ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი იქნება. სერიალში ის შეეცდება, რომ “უცხო ქვეყნის აგენტი” შეაჩეროს და აფეთქება აღმოფხვრას.

ცნობისთვის, ხუთსერიიანი ფილმის ბოლოს ეპიზოდმა სახელწოდებით „მარადიული ხსოვნა“ მაყურებლის მხრიდან პოპულარულ საიტზე IMDB ათი ქულა მოიპოცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

„ჩერნობილის“ ბოლო სერიამ IMDB-ს რეიტინგში ათიდან ათი ქულა მოიპოვა

 „ჩერნობილის“ შემქმნელებმა უკრაინაში მომხდარი უდიდესი ატომური კატასტროფის შესახებ გადაღებული მინისერიალით, შეიძლება ითქვას, ათიანში გაარტყეს

მთლიანობაში მისი რეიტინგი 9.7-ია, შესაბამისად, ის არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g