Ჰოლზიმ დაანონსებული სინგლი – Lucky გამოუშვა. Სიმღერა, ბრიტნი სპირსის ამავე სახელწოდების ჰიტის ინსპირაციით შეიქმნა. ჰოლზიმ აღნიშნა, რომ კომპოზიციის მოტივის გამოყენებაზე ნებართვა თავად პოპის პრინცესასგან აიღო და თანხმობაც, სწორედ მისგან მიიღო.
Იმ ფონზე, როცა სპირსი განწყობის ცვალებადობით გამოირჩევა, არავის გაჰკვირვებია, რომ ამ უკანასკნელმა პირობა დაარღვია, შეთანხმება უარყო და Მეტიც, ჰოლზის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
Მოგვიანებით, სპირსმა განმარტა, რომ მუქარის შემცველი პოსტი, რომელიც მისი სახელით აიტვირთა და წაიშალა, მას არ ეკუთვნის.
,,ტყუილია. Ეს მე არ ვყოფილვარ. მიყვარს ჰოლზი“, – დაწერა ბრიტნიმ.
Მალევე აღნიშნულ განცხადებას ჰოლზი გამოეხმაურა. 29 წლის არტისტმა, კიდევ ერთხელ გამოხატა სიყვარული და პატივისცემა მისი უფროსი კოლეგის მიმართ. Მისი თქმით, ბრიტნი მას ყოველთვის შთააგონებდა და ახლაც ასეა.
,,მიყვარხარ სამუდამოდ” – ჰოლზი ახალი სინგლით პატივს ბრიტნი სპირსს მიაგებს