LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაწყვიტეს ლას-ვეგასში ქორწინება ცნობილმა ექიმებმა – საშა კალანტაროვისა და ნინო ჩოგოვაძის სიყვარულის ამბავი: „ეს არის გააზრებული გრძნობა…“

377
საშა-კალანტაროვი

„ეს არ არის გატაცება, ეს არის დაღვინებული და ჩამოყალიბებული, გააზრებული გრძნობა და ურთიერთობა“, ამბობს ცნობილი ექიმი ნინო ჩოგოვაძე, როდესაც ჟურნალ „თბილისელებში“ ალექსანდრე კალანტაროვთან ურთიერთობასა და ქორწინებაზე საუბრობს.

წყვილმა ახლახან ლას-ვეგასში იქორწინა:

„მე და საშას არ გვინდოდა, ჩვენი ქორწინებისთვის ტრადიციული სახე მიგვეცა. ვერ მოვიფიქრეთ რა და როგორ გაგვეკეთებინა. ქორწილზე არ გვიფიქრია და ამაზე საუბრისას, ერთხელ ვიხუმრეთ, ლას-ვეგასში ხომ არ მოვაწეროთ ხელიო, თან, საშა ზამთარში ამერიკაში მიდიოდა და მეც ვაპირებდი გამგზავრებას. აღმოჩნდა, რომ საშას ყველაფერი გაურკვევია ლას-ვეგასში ქორწინებასთან დაკავშირებით… რეგისტრაცია გავიარეთ, ფიცი დაგვადებინეს, ხელი მოგვაწერინეს საბუთებზე და ცერემონია 31 დეკემბერს საღამოს დაგვინიშნეს. მართალია, ყველა ახლობელი გაგვინაწყენდა, ჩვენ რატომ არ გვითხარითო, მაგრამ მართალი გითხრათ, ალბათ, ასე ჯობდა…

როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?

ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ადრეც არაერთხელ შევხვედრივართ, რადგან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. დაახლოებით 15 წლის წინ საშას პაციენტი ვიყავი, რადგან ძგიდის გამო სუნთქვის პრობლემა მქონდა. სხვადასხვა მიზეზით კონტაქტი ხშირად გვქონდა და ასე თანდათან აეწყო ჩვენი ურთიერთობა. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონს და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ლას-ვეგასით დაგვირგვინდა (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g