Xiaomi-მ თავისი პირველი ავტომობილის ინტერიერი გვაჩვენა. ელექტროქარი Xiaomi SU7-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და მოდელის შესახებ ნელ-ნელა სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად სალონი გასაჯაროვდა და როგორც მოსალოდნელი იყო შიგნით ძალიან ბევრი ეკრანია, თუმცა არის ფიზიკური ღილაკებიც, რომელსაც Xiaomi „ადამიანებსა და სატრანსპორტო საშუალებას შორის ემოციური კავშირის დასამყარებელ საშუალებას“ უწოდებს.
ასპექტები, რაზეც Xiaomi-მ აქცენტი გააკეთა – ინტუიციურად გასაგები დიზაინი და ადამიანებისა და ავტომობილის ურთიერთკავშირია.