LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს პირველი ელექტროქარი მოსალოდნელზე ორჯერ უფრო იაფია

128
xiaomi (1)

Xiaomi-მ Su7-ის გაყიდვები დაიწყო და ის Tesla-ზე უფრო იაფი ღირს. ტექნო გიგანტის პირველი ქმნილების შეძენა ჩინეთში ანუ ელექტროქარებით ერთობ გადატვირთულ ადგილობრივ ბაზარზეა შესაძლებელი. სედანის მახასიათებლები ცნობილია და მთავარ ინტრიგად ამ დრომდე ფასი რჩებოდა. წარსულში მწარმოებელმა პირობაც კი დადო, რომ ღირებულებას 500 ათასი იუანის ფარგლებში შეინარჩუნებდა. თუმცა სინამდვილეში ფასი ბევრად ნაკლები მხოლოდ 215 900 იუანი აღმოჩნდა.

Xiaomi S7 არამხოლოდ Tesla Model S-ზე, არამედ Model 3-ზე უფროც არის. საბაზისო ამერიკულ ელექტროქარში ჩინელებს 245 900 იუანს სთხოვენ.

რაც შეეხება Xiaomi-ს ელექტროქარს, საწყისი ვერსია ერთადერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 299 ცხენის ძალას ავითარებს. აგრეგატი 73,6 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტთან ერთად მუშაობს და ასეთი ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 700 კილომეტრს გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები