LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi ყველაზე გაყიდვად ჩინელ ავტომწარმოებელთა ათეულშია

110
Xiaomi ყველაზე გაყიდვად ჩინელ ავტომწარმოებელთა ათეულშია

Xiaomi ჩინური ელექტროქარების ბაზარზე ლიდერთა შორისაა. IT-გიგანტი თავისი ერთადერთი მოდელის წარმატებული პრემიერის შემდეგ ელექტროქარების ყველაზე დიდ მწარმოებელთა ათეულში მოხვდა. აპრილის შეჯამებით კომპანიამ მერვე პოზიცია დაიკავა და 7 ათასზე მეტი SU7-ის გაყიდვა შეძლო.

მომავალ თვეებში ის გაყიდვების 11,6 ათასამდე გაზრდას გეგმავს, რათა წელი 100 ათასი მანქანის რეალიზებით დაასრულოს.

რეიტინგის პირველ ადგილს BYD იკავებს, რომელმაც გაზაფხულის მეორე თვეს 120 234 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო. შედარებისთვის, Tesla-ს მაჩვენებელი  – 31 421 მანქანაა. გარდა xiaomi-სა რეიტინგში გაყიდვების მაჩვენებლით მოხვდა ასევე შედარებით ახალი ბრენდები, მათ შორის XPeng, რომელმაც აპრილში 9 868 ელექტროქარის რეალიზება მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები