LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​ანა ყიფიანის წარმატება საფრანგეთში

132

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა საფრანგეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე “Piano Campus 2017” 7 პრიზი მოიპოვა.
მე-16 საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 16-დან 25 წლამდე პიანისტები მონაწილეობენ, ფინალში სამი ქვეყნის საქართველოს, რუმინეთისა და ჩინეთის კონკურსანტები გადავიდნენ.
ანა ყიფიანი მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში სწავლობს და არაერთი კონკურსისა თუ ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია. ის განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ნიჭიერ ქართველ პიანისტს ამ დიდ გამარჯვებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები