LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 აგვისტოდან მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციის კანონი ამოქმედდება

120

1 აგვისტოდან მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციის კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საჯარო რესტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ის ბარიერები მოიხსნება, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა, რეგისტრაციის პროცედურა კი წახალისდება.

მათივე თქმით, ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან ერთად  მესაკუთრის უფლებების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული.

”პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების დადგენისა და მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევის კუთხით, მჭიდროდ იქნებიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ იმერეთსა და სამეგრელოში შეხვედრები უკვე გამართა. პარალელურად,  საჯარო რეესტრის თანამშრომლები   ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს ახალ პროექტს პირადად აცნობენ”, – განმარტავენ საჯარო რეესტრში.

მათი თქმით, სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

”დღეისთვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას  მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად  სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კერძოდ:

  • შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან
  • სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში
  • სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში”, – განმარტავენ საჯარო რეესტრში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ  მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები