LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 თვეში 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოვლინდა

55

გასულ თვეში, 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და  ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით.

სახერხი დანადგარები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

“უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ​ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად,” – არნიშნულია გარემოდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები