LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 დაავადება, რომელსაც ერთი თეფში შვრიის ფაფა კურნავს

2132

მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა შვრია, ის ყველა დიეტოლოგის კვებით რაციონში გვხვდება. ამას ცხადია აქვს თავისი მიზეზები, რადგან შვრია ერთადერთი საკვებია, რომლის ყოველდღიური მიღებითაც ერთდროულად რამდენიმე დაავადებას ებრძვით. შეიძლება ითქვას, რომ ერთი თეფში შვრიის ფაფა  საუზმეზე, ერთდროულად ამარცხებს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს, წონის პრობლემებს და კიდევ სხვა პათოლოგიებს. მოდით ერთად ვნახოთ, რაში გვეხმარება ეს „ჯადოსნური“ კერძი და როგორ უნდა მივირთვათ ის სწორად. პირველ რიგში ვნახოთ, რა დაავადებების საწინააღმდეგოდ არის ის მიმართული.

ტოქსინები – შვრიაში შედის უამრავი ამინომჟავა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან. ის ფანტასტიურად მოქმედებს არტერიული წვენის მატარებელ ადამიანებზე და ასევე ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

დიაბეტი – სწორედ შვრია ეხმარება ორგანიზმს სისხლში გლუკოზის დოზის რეგულირებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ამავე დროს შვრიაში შემავალი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ნელა აითვისება, რაც იმას ნიშნავს, რომ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ.

მჟავები  – შვრიის შემადგენლობაში შედის 8 სახის ამინომჟავა, რომელიც თავის მხრივ ახალი უჯერედების ფორმირებას უწყობს ხელს

ონკოლოგიური დაავადებები  – აშშ-ს ჯანდაცვის ორგანიზაციამ დადო არაერთი დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ შვრია სიმსივნის განვითარებას აფერხებს. მეტიც, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ შვრიის ფაფას, სარძევე ჯირკვლებისა და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი 10 პროცენტამდე მცირდება.

გულის დაავადებები – შვრია შეიცავს ომეგა 3 ჯგუფის ცხიმს, რომელიც ჭარბი ქოლესტერინის დოზას ებრძვის. თავის მხრივ ეს გულის კუნთების უკეთ მუშაობას უწყობს ხელს.

ნერვული სისტემა – შვრიაში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტების უკეთ მუშაობას.

კუჭნაწლავის დაავადებები – შვრიაში შემავალი იოდი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობას.

ოსტეოპოროზი – ყველაფერთან ერთად შვრიაში არის საკმარისი რაოდენობის კალციც, რაც ორგანიზმს გამოფიტვის საშუალებას არ აძლევს.

წონის კორექცია – წონის კლებისთვის აუცილებელია შვრიის ფაფა  მიირთვათ უზმოზე, უცხიმო რძით ან არახისით.

ენერგია – ითვლება, რომ შვრიის ფაფა აუცილებლად უნდა მიირთვათ დილით, რათა მთელი დღის ენერგია მოიკრიბოთ.

საინტერესოა,  რომ შვრია შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა ვარიაციით: ესაა ბლინები, ორცხობილა, პურის სახით, თაფლით, რძით, ვაშლით და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები