ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი კოლაგენის მნიშვნელობასა და ორგანიზმისთვის მის სარგებლიანობაზე საუბრობს.
მისი თქმით, კოლაგენი ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება და მხოლოდ გარედან, კანზე მისი წასმა სასურველ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს კვების მნიშვნელობაზე და გვირჩევს, რაციონში შევიტანოთ პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს კოლაგენის წარმოქმნის პროცესის მხარდაჭერაში დაეხმარება.
მის მიერ შემოთავაზებული მარტივი ნარევისთვის საჭიროა ნუში, კაკალი, მზესუმზირის თესლი, ჩიას თესლი და სეზამი.
ინგრედიენტები დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უნდა მოიხალოს, შემდეგ კი კარგად დაიბლენდეროს. მიღებული ნარევი კონტეინერში უნდა გადაიტანოთ და შეინახოთ.
რეკომენდებული ულუფა დღეში ერთი კოვზია — შედეგად მიიღებთ გემრიელ და მარტივად მოსამზადებელ ნარევს, რომელიც შეგიძლიათ რაციონში დაამატოთ.
