ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი ჯონჯოლის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფერმენტირებული ბოსტნეულის მიღება კვების რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„თუ სადმე სუფრაზე ვარ, ვეძებ, სად არის ჯონჯოლი. ყველა მეუბნება, ხორცი ჭამე, მაგრამ ხორცის ჭამამდე ჯონჯოლს ვჭამ. სასარგებლოა, გემრიელია. ხორცის ჭამამდე ფერმენტირებული ნებისმიერი ბოსტნეული უნდა ჭამო.
ჯონჯოლზე კვლევებია ჩატარებული, რომლებიც აჩვენებს, რომ ის მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს. კუჭ-ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებისთვის ერთადერთი საჭმელია“, – ამბობს არუნ ხათრი.
