LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული

კოკო შანელამდე / Coco Before Chanel

ესაა არის მოდის ფუძემდებლის კოკო შანელის ისტორია იქამდე, სანამ ის ცნობილი დიზაინერი გახდებოდა. ფილმში მოთხრობილია მოდის ფუძემდებლის რომანი ეტიენ ბალსანომთან და არტურ კეიპელთან. ლეგენდარული კოკოს როლს ეკრანზე ოდრი ტატუ ანსახიერებს.

მისს პოტერი / Miss Potter

ინგლისელი საბავშვო მწერლის ბეატრის პოტერის ისტორია, რომელიც XIX საუკუნის ქალების მსგავსად, არ ფიქრობდა წარმატებით გათხოვებაზე. მან ცხოვრების საკუთარი გზა აირჩია და ნამდვილი სიყვარულიც იპოვა. კინოსურათში მთავარ როლებს რენე ზელვეგერი და ევან მაკგრეგორი ასრულებენ.

ჩემი ერთი კვირა მერლინთან / My Week with Marilyn

მერლინ მონროს ცხოვრების მცირე ეპიზოდი, როცა ის გადაღებებისთვის ლონდონში ჩადის. კინოვარსკვლავი მალევე უყვარდება რეჟისორის თანაშემწეს, კოლინ კლარკს, რომელიც მოგვიანებით წერს წიგნს „პრინცი, მოცეკვავე ქალი და მე“. ფილმში მთავარ როლებს მიშელ უილიამსი და ედი რედმეინი ასრულებენ.

ბეჯირაო მასტანი / Bajirao Mastani

ფილმი მოგვითხრობს ინდოელი სამხედრო მეთაურისა და მუსლიმი პრინცესას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. როგორც ყველა ბოლივუდის ფილმში, აქაც  სიყვარულს უამრავი გამოცდა ელის. კინოსურათში მთავარ როლს პრიანკა ჩოპრა ასრულებს.

 

ჰემინგუეი და გელჰორნი / Hemingway & Gellhorn

ფილმი ლეგენდარული მწერლის, ერნესტ ჰემინგუეისა და მისი მესამე ცოლის, სამხედრო ჟურნალისტის მარტა გელჰორნის  სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ამ ფილმისთვის კლაივ ოუენი და ნიკოლ კიდმანი უამრავ ჯილდოზე იყვნენ წარდგენილნი.

ფრიდა /  Frida

მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ცხოვრების რთული ისტორია. ის თინეიჯერობის წლებში ავარიაში მოჰყვა და ბევრჯერ მოუწია ოპერაციის გადატანა. ერთი წლის განმავლობაში ის მიჯაჭვული იყო საწოლზე და სწორედ ამ დროს დაიწყო ხატვა. ფილმში მოთხრობილია ფრიდასა და დიეგო რივერას სიყვარულის ისტორია. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის სელმა ჰაეკი ოსკარზე იყო წარდგენილი.

ჯული და ჯულია / Julie & Julia

ფილმი ბლოგერის, ჯული პაულის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცდილობს ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯულია ჩაილდის რეცეპტების მიხედვით 524 კერძი დაამზადოს. ამაში მას მეუღლე ერიკი ეხმარება. სწორდ ისე, როგორც თავის დროზე შეფ-მზარეულს მისი მეორე ნახევარი ეხმარებოდა. კინოსურათში მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ემი ადამსი ასრულებენ.

მემკვიდრეობის უფლება / Freeheld

ქალი პოლიციელის ლორენ ჰესტის ისტორია, რომელიც ახალგაზრდა ქალს, სტეისი ანდრეს ხვდება. მოულოდნელად ლორენი იგებს, რომ მძიმედაა ავად და ყველაფერი თავდაყირა დგება. კინოსურათში მთავარ როლებს ჯულიანა მური და ელენ ფეიჯი ასრულებენ.

თეთრი მასაი / The White Masai

ფილმი შვეიცარელი ქალბატონის ამბავს გვიყვება, რომელიც კენიაში მიემგზავრება და მასაის ტომის ბელადი უყვარდება. განსხვავებული ტრადიციები და  ადათ-წესები ქალის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.

ზღვა შიგნიდან / The Sea Inside

ინვალიდის სკამს მიჯაჭვული რამონ სამპედროს ისტორია, რომლის ცხოვრებაში ორი ქალი გარდამტეხ როლს ასრულებს. ფილმს მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში. კინოსურათში მათარ როლებს ხავიერ ბარდემი და ბელენ რუედა ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები