LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 გახმაურებული წიგნის ეკრანიზია, რომელიც რომანს არაფრით ჩამოუვარდება

როჯი ტრეიდერი / Rogue Trader

ფილმი გადაღებულია ნიკ ლისონის მემუარების მიხედვით. კინოსურათში ივენ მაქგრეგორი წარმატებით დაბრმავებული მამაკაცის როლს ასრულებს, რომელიც უამრავ შეცდომას უშვებს და უზარმაზარ თანხას კარგავს. მისი გმირი მოიფიქრებს სქემას, როგორ დამალოს აფიორა და ამით ტყულის უფრო დიდ მორევში გადავარდება.

ყველგან, ოღონდ აქ არა / Anywhere But Here

ფილმს საფუძვლად უდევს ამერიკელი მწერლის, მონა სიმპსონის ბიოგრაფიული წიგნი. მწერალი სტივ ჯობსის დაა, რომლის არსებობის შესახებ ჯობსმა 27 წლის მანძილზე არაფერი იცოდა. ფილმის გმირი ადელი ეფექტური ქალია, რომელსაც ფლირტი იზიდავს. მისი ქალიშვილი კი მშვიდი და მორიდებული გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრებას ამჯობინებს. ერთი შეხედვით, დედა-შვილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ სინამდვილეში მსგავსება დიდია. კინოსურათში მთავარ როლებს სიუზან სარანდონი და ნატალი პორტმანი ასრულებენ.

 

ეჭვის ქვეშ / Under Suspicion

ფილმი გადაღებულია ბრიტანელი ავტორის, ჯონ უეირაიტის რომანის მიხედვით, რომელიც 80 კრიმინალური ისტორიის ავტორია. კინოსურათი ორი წარმატებული ადამიანის, ცნობილი ადვოკატისა და დეტექტივის ინტელექტუალურ დუელზე გვიყვება. ადვოკატს მკვლელობასა და გაუპატიურებაში სდებენ ბრალს და დაკითხვაზე იბარებენ, რომელიც 10 წუთის ნაცვლად უსასრულოდ გრძელდება. კინოსურათში მთავარ როლებს ჯინ ჰეკმანი და მორგან ფრიმანი ასრულებენ.

 

ქარიშხალი / The Hurricane

ფილმის სიუჟეტი ერთდროულად ორ წიგნზეა დაფუძნებული და ის მოკრივე რუბინ კარტერის ცხოვრების ისტორიას გვიყვება. დენზელ ვაშინგტონის გმირი ჩემპიონობის ყველაზე რეალური პრეტენდენტია და მოულოდნელად მას სამმაგ მკველობაში ადანაშაულებენ. ციხეში მყოფი მოკრივეს მთავარი ამოცანა უდანაშაულობის დამტკიცებაა.

 

ამ ბიჭის ცხოვრება / This Boy’s Life

ფილმი პროფესორ ტობიას ვულფის წიგნზეა დაფუძნებული, რომელიც თავისი ბავშვობის ისტორიას იხსენებს. ფილმში მოთხრობილია ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება დედის მეორედ გათხოვების შემდეგ. კინოსურათში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დენირო ასრულებენ.

 

გადარჩენილი / Lone Survivor

მარკუს ლატრელისა და პატრიკ რობინსონის ამავე სახელწოდების წიგნი სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცზე მოგვითხრობს, რომელიც ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სპეცოპერაციას გადაურჩა. სიუჟეტის მიხედვით, ელიტარული სპეცდანაყოფის წევრებს მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტის ლიკვიდაციას ავალებენ. ესაა რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორია და კინოსურათში ამ ისტორიის მონაწილე გმირები, ომის ვერტერანებიც მონაწილეობენ.

 

ჰარდბოლი / Hardball

დენიელ კოილის რომანის ეკრანიზაცია მამაკაცზე გვიყვება, რომელიც აზარტული თამაშებით ირთობს თავს. ის მწვრთნელობაზე იმ პირობით თანხმდება, რომ მეგობრისგან სესხს მიიღებს.

 

ფილომენა / Philomena

ფილმი გადადაღებულია მარტინ სიქსმიტის რომანის „ფილომენა ლის დაკარგული ბავშვის“ მიხედვით. ფილმი ახალგაზრდა ირლანდიელი ქალის, ფილომენას ამბავს გვიყვება, რომელიც ადრეულ ასაკში შვილს აჩენს. მოგვიანებთ გოგონას მონასტერში უშვებენ, ხოლო ახალშობილ ბიჭს ამერიკულ ოჯახში აშვილებენ. აქედან იწყება მთავარი გმირის ტკვილითა და ბრძოლით სავსე გზა ნამდვილი ბედნიერების საძიებლად. კინოსურათში მთავარ როლს ჯუდი დენჩი ასრულებს.

 

ფანატი / The Fan

ფილმი ბეისბოლის ვარსკვლავის, ბობი რეიბერნისა და მისი ფანატის ურთიერთობის ისტორიას გვიყვება. რეიბერნი ახალ გუნდთან აფორმებს კონტრაქტს, რის გამოც სპორტზე მანიაკალურად შეყვარებული ფანატის ზეწოლის მთავარი ობიექტი ხდება.

 

სახიფათო სილამაზე / Dangerous Beauty

მარგარეტ როზენტალის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი იტალიელი ვერონიკა ფრანკოს ისტორიას გვიყვება. ის 1546 წელს დაიბადა და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ცნობილი იყო თავისი გარეგნობითა და პოეზიისადმი დამოკიდებულებით. ესაა ვერონიკასა და არისტოკრატ მარკოს სიყვარულის ისტორია, რომელთა ურთიერთობა იმთავითვე განწირული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები