LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თვისება, რომელიც პროვინციალიზმზე მიუთითებს

473

დახვეწილ გემოვნებას და სტილის შეგრძნებას ვერასდროს იყიდი ფულით! – ეს მათ გასაგონად, ვინც ყველაფერში სხვას ბაძავს და ცდილობს არ ჩამორჩეს დანარჩენებს. 

* პროვინციელი გოგონების მთავარი დამახასიათებელი თვისებები:

* „ქუსლები“ ყველგან და ყოველთვის – პროვინციალი გოგონები ჭკუას კარგავენ „მაღალ ქუსლებზე“, ოცნებობენ ბრენდულ ფეხსაცმელზე და თუ მათი შეძენა არ შეუძლიათ, დაუფიქრებლად ყიდულობენ იაფფასიან მოდელს და ვერ ხვდებიან, რომ სასაცილოდ გამოიყურებიან.

* სექსუალურობის ზედმეტი ხაზგასმა – პროვინციალები ყოველთვის დარწმუნებული არიან, რომ აუცილებლად სამყაროს უნდა გააგებინონ საკუთარი არსებობის შესახებ, რასაც ჩვეულებრივ, ქალური „ღირსებების“ ხაზგასმით აკეთებენ და ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სარკეში საერთოდ არ იხედებიან.  

* ბრენდების დევნა – აუცილებლად თვალშისაცემი ფერადი ლოგოტიპით დამშვენებული ყალბი ჩინური ბრენდების შემდეგ, პროვინციალები ძვირადღირებულ ბუტიკებში ოცნებობენ თუნდაც ერთი ნივთის შეძენას, მერე კი, დიდხანს ატარებენ ტანსაცმელს იარლიყით, რომელიც მართალია, ცვდება ან დისკომფორტს უქმნით, მაგრამ ვერასდროს ელევიან. არანაკლებ აქტუალურია, დიდი ხნის წინ გამოყენებული პომადის ფუტლარის ჩანთით ტარება, რომელიც ვითომ შემთხვევით ყოველთვის ხალხმრავალ ადგილებში უვარდებათ ჩანთიდან.

* სილამაზის სალონების სიყვარული – პროვინციალი გოგონები კოსმეტოლოგებისა და სტილისტების საყვარელი კლიენტები არიან. ხელოვნური წამწამები, დაბერილი ტუჩები, აუცილებლად მკვეთრ ფერებში შეღებილი თმა – ტიპიური პროვინციალის პორტრეტია!

* მამაკაცებთან დამოკიდებულება – მამაკაცებს პროვინციალები ყოველთვის ანგარებით, მტაცებლის თვალით უყურებენ და სულ რამდენიმე წამში აფასებენ მის შემოსავალს, ხელგაშლილობას და საერთო პოტენციალს. პროვინციალ გოგონას ვერავინ დაარწმუნებს, რომ ჯერ ადამიანის გაცნობა, შეყვარებაა საჭირო და მხოლოდ მერე შეიძლება ქორწინებაზე ფიქრი. პროვინცილისთვის მთავარი ქალაქში დაბინავება და სოფლად დარჩენილი ნათესავებისთვის ნიშნის მოგებაა.

* გათხოვების სურვილი – ნებისმიერი გოგონა ოცნებობს გათხოვებაზე, თუმცა პროვინციალისთვის ეს უფრო მისიაა, რომლის შესასრულებლად არაფერზე დაიხევს უკან.

* საკუთარი წარმომავლობის სწრაფად დავიწყება – პროვინციალები იშვიათად იხსენებენ საკუთარ წარმომავლობას, მეტიც აუცილებლად სენტიმენტალურ, გულისამაჩუყებელ ისტორიებს იგონებენ და საკუთარი პროვინცილიზმის გადასაფარად სხვის არაქალაქელობაზე აკეთებენ აქცენტს.

* აუხსნელი თავდაჯერებულობა – რატომღაც ყველა პროვინციალი დარწმუნებულია, რომ ქალაქი მხოლოდ მის ჩამოსვლას ელოდა, სამყარო მის ვალშია და კაცობრიობაც ვალდებულია ყველაფერი მისი გულის მოსაგებად აკეთოს. პრეტენზიებს და უკმაყოფილებას, კი ასეთები ყოველთვის ხმამაღლა და ყველას გასაგონად გამოთქვამენ.

* ზედმეტი სამკაული – ძვირფასი სამკაულის იაფფასიანით ჩანაცვლება და ათივე თითის ბიჟუტერიით დამშვენება, პროვინციალისთვის ჩვეულებრივი საქმეა, მთავარია სამკაული ბრწყინავდეს და თვალს ჭრიდეს.

* სამსახური – პროვინციალი გოგონა ნებისმიერ სამსახურზე თანხმაა, მთავარია ქალაქში იყოს. არასდროს აღელვებს ცოდნის, გამოცდილების ნაკლებობა და „მომავლის იმედით“, ნებისმიერ შეთავაზებას თანხმდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები