როდის არის ეფექტური მონოდიეტა და როდის უნდა მივმართოთ კალორიულ დეფიციტს?
ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციებს ტელეწამყვანი ხატია შამუგია „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.
D ვიტამინი, ომეგა 3, მაგნიუმი, B12 – როგორ და როდის მივიღოთ საკვები დანამატები, ექიმი შოთა ჯანჯღავა გვირჩევს
ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევებს, ტელეწამყვანი ხატია შამუგია „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს.
„ჯანსაღ ბალანსირებულ კვებას არაფერი არ უდგას წინ და ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, მაგრამ თუ გვინდა 1, 2 ან 3 კილოგრამის დაკლება, რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ხნით მონოდიეტის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მაინც ჩვენი ენდოკრინოლოგების რეკომენდაცია იქნება ბალანსირებული დიეტა კალორაჟის შემცველობით და ასევე დავთვალოთ ნახშირწყალი, ცხიმი და ცილა რამდენი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, რომ ბალანსირებულად გამოვიდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მაინცდამაინც ძალიან სწრაფი ეფექტი გვინდა, ისიც გამონაკლისის სახით, შეიძლება მონოდიეტის გაკეთება დროებით“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.
კითხვაზე, რამდენი დღე შეიძლება მონოდიეტის გაკეთება, ჯანჯღავამ უპასუხა:
„ცილოვანი დიეტა რეკომენდებულია 7-10 დღის განმავლობაში, მეტი არა, რადგან შესაძლოა თირკმლის გადატვირთვა მოახდინოს…“ – ამბობს სპეციალისტი.
რაც შეეხება კითხვას, მაქსიმუმ რამდენი კალორია შეუძლია ადამიანს მიიღოს დღის განმავლობაში, ჯანჯღავამ უპასუხა:
„სტანდარტულად, თუ ფიზიკური აქტივობა არ გვაქვს, შენარჩუნებისთვის დაახლოებით გვინდა 2000- 2200 კალორიის ფარგლებში, მაგრამ კლება თუ გვინდა დაახლოებით 1600 – 1700 კალორია უნდა იყოს. ზოგიერთს ძალიან დაბალზე ჩამოჰყავს კალორაჟის მაჩვენებელი, რაც რეკომენდებული არ არის, რადგან მომავალში უფრო აქტიური წონის მატებას გვაძლევს და წყალი არის აუცილებელი კომპონენტი ყველანაირი კლების დროს“ – ამბობს ექიმი ენდოკრინოლოგი.
