LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სელფის კამერის გაჩენის შემდეგ, მკვეთრად მოიმატა პლასტიკურმა ოპერაციებმა – ადამიანი ითხოვს, გაფილტრული სურათი როგორც არის, ისე გამოიყურებოდეს…“ – პლასტიკური ქირურგი, თენგო ჩიკვაიძე გაუაზრებელი ესთეტიკური ჩარევის შედეგებზე

275
თენგო ჩიკვაიძე

პოდკასტს „ყველაფერი ესთეტიკაზე” პლასტიკური ქირურგი, თენგო ჩიკვაიძე სტუმრობდა.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაციის დაგეგმვისას, პაციენტმა უნდა იცოდეს რეალობის და შესაძლებლობების ზღვარი სად გადის, რომ არ ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინი და მას აუცილებლად კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ესთეტიკური ჩარევის შედეგები:

„კარგები ხართ ოპერაციის გარეშეც. იშვიათი გამონაკლისების გარდა არ არის აუცილებელი ასეთი ოპერაციების გაკეთება, კარგად მოიფიქრეთ… მე ვანიჭებ უპირატესობას იმას, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის… პაციენტმა უნდა იცოდეს რეალობის და შესაძლებლობების ზღვარი სად გადის, რომ არ ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინი, რომ ვთქვათ ახლა დავწვები ოპერაციაზე, გავიღვიძებ, გამოვალ ქერა, ცისფერთვალება, მაღალი – ანუ ეგრე არ მუშაობს. ჩემი აზრით, ადამიანი საოპერაციო მაშინ არის ნამდვილად, როცა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ესთეტიკური ჩარევა უნდა ჰქონდეს ძალიან კარგად გააზრებული, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ამის გაკეთება უნდა და თუ ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოს და ამ გადაწყვეტილებაში თუ ისიც წამოვა წინა პლანზე, რომ ბუნებრივი შესახედაობა ჰქონდეს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია…“ – ამბობს თენგო ჩიკვაიძე.

პლასტიკური ქირურგი ამბობს, რომ სელფის კამერის გაჩენის შემდეგ, მკვეთრად მოიმატა პლასტიკურმა ოპერაციებმა:

„სელფის კამერა ცვლის გამოსახულებას ახლო მანძილზე რომ იღებ, სელფის კამერის გაჩენის შემდეგ, არამარტო საქართველოში, მკვეთრად მოიმატა ოპერაციებმა, მერე კიდევ ცალკე ტალღა იყო, როდესაც გაჩნდა ფილტრები. ინტენსიურად არა, მაგრამ არის ხოლმე, ადამიანი ითხოვს, გაფილტრული სურათი როგორც არის, ისე გამოიყურებოდეს… შეიძლება ადამიანმა ცხვირიც გიკეთოს, თვალებიც, ძუძუც და ყველაფერი, ანუ ეგ კი არ არის პრობლემა, რომ ბევრ რამეს იკეთებს, არამედ როცა აქ ერთვება სხეულის დამახინჯებული აღქმა, ეგ არის პრობლემა…“ – ამბობს თენგო ჩიკვაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები