LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

D ვიტამინი, ომეგა 3, მაგნიუმი, B12 – როგორ და როდის მივიღოთ საკვები დანამატები, ექიმი შოთა ჯანჯღავა გვირჩევს

114
შოთა ჯანჯღავა

რა შემთხვევაში გვჭირდება საკვები დანამატები და როგორ უნდა მივიღოთ?

ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევებს, ტელეწამყვანი ხატია შამუგია „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს.

„ზოგადად დანამატების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ დანამატებია და ექიმის დანიშნულება დიდად არაა ხოლმე საჭირო, მაინც არ არის რეკომენდებული, რომ ზედმეტად მივიღოთ. ჩვენ არ ვიცით ზოგადად ჩვენს ორგანიზმში რა მდგომარეობაა.

D ვიტამინზე შეგვიძლია პროფილაქტიკური დოზები გამოვიყენოთ ბავშვებში, დაახლოებით 400-800 ერთეული. დიდებში – 800-1200 ერთეული ზამთრის გაზაფხულის და შემოდგომის სეზონზე, ზაფხულში მოვერიდოთ პროფილაქტიკურ დოზებს.

რაც შეეხება ომეგა სამს, მაგნიუმს B12 ვიტამინს და ასე შემდეგ, მათი მიღება უმჯობესია ექიმთან შეთანხმდეს, რომ გავიგოთ რამდენად დადებითი ფაქტის მომცემი იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის“, – ამბობს შოთა ჯანჯღავა.

magti 5g