LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის გოგო რუსული ოპოზიციის სახე გახდა

110

მოსკოვის ოლქში ვოლოკოლამსკში საპროტესტო აქციები იმართება. ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურ პრობლემებზე ჩივიან, რომელიც ნაგავსაყრელმა გამოიწვია.

21 მარტს, ვოლოკოლამსკის საავადმყოფოსთან მიტინგი გაიმართა, რაზეც მოსკოვის გუბერნატორი ანდრეი ვარაბიოვი და ოლქის ხელმძღვანელი ევგენი გავრილოვი მივიდნენ. მათ მიმართ სკანდირებდნენ სიტყვებს: “მკვლელებო!”, “გაეთრიეთ!”.

ინტერნეტში გავრცელდა 10 წლის გოგოს, ტანიას ვიდეო, რაზეც ის მოსკოვის გუბერნატორზე ჟესტით აჩვენებს, რომ მისი უმოქმედობის გამო ადამიანები იხოცებოდნენ.

სოციალურ ქსელში ტანიას რუსული ოპოზიციის ახალი სახე უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები