LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი სიცხის გამო სომხეთში აქცია გადაიდო

91
293985509_1249634562522522_2726590789696150013_n

სომხეთში, უპრეცედენტოდ ძლიერი სიცხის გამო, ქვეყნის ოპოზიციამ დაგეგმილი აქციის თარიღი შეცვალა.

სომხური მედიის ინფორმაციით, მოძრაობა “წინააღმდეგობის” მიერ დაგეგმილი მიტინგი 21 ივლისს უნდა გამართულიყო.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობის კოორდინატორი, ეროვნული ასამბლეის ფრაქცია “სომხეთის” დეპუტატი იშხან საღათელიანი წერს:

“ძვირფასო თანამემამულეებო, კოლეგებისა და მოქალაქეების ნაწილმა შემოგვთავაზა 21 ივლისს დაგეგმილი აქციის გადადება, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი უპრეცედენტო ცხელი ამინდის გამო.

ჩვენ განვიხილეთ ეს წინადადება და გადავწყვიტეთ, აქცია 29 ივლისისთვის გადავდოთ.

ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომელიც მიმართულია მოძრაობის გაფართოებისკენ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს. თუ შეკრების გადაუდებელი აუცილებლობაა, დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ.

შევხვდებით პარასკევს, 29 ივლისს, 19:30 საათზე”, – წერს დეპუტატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები