LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

213
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები