„დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
„დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ცნობისათვის, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას.
