მსოფლიო კურორტებზე იაფად და კომფორტულად დასვენების შესაფასებლად პროექტმა TravelSupermarket კვლევა ჩაატარა და ე.წ. all inclusive-ის დასვენების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა.
ხორვატია რეიტინგის საპატიო მეათე პოზიციას იკავებს, სადაც ბოლო სეზონებზე განსაკუთრებით გაიზარდა დუბროვნიკში დასვენების მსურველთა რიცხი, თუმცა ფასებმა 5%-ით იკლო.
მეცხრე ადგილს კვიპროსი ფლობს, სადაც ტურნეს მოწყობა წელს 12%-ით იაფად შეიძლება ვიდრე გასულ სეზონზე.
პორტუგალია მერვე პოზიციაზეა, თავისი მიმზიდველი ფასებით ალგარვესა და ალვორში, სადაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს პარაშუტით ხტომის და პლანერით ფრენის შესაძლებლობა იზიდავს.
რეიტინგის მეშვიდე ადგილს ეგვიპტე იკავებს, როგორც ჩანს დამსვენებლები ისევ არ ღალატობენ ჰურგადას თავისი ბიუჯეტური, თუმცა კომფორტული ტურისტული პროგრამით.
ლიდერების ხუთეულს ერთი პოზიციით ჩამორჩა საბერძნეთი. გასულ წელთან შედარებით, წელს კრეტაზე ფასები 12%-ით ხელმისაწვდომია, არანაკლებ ბიუჯეტურია – კორფუც.
მეხუთე პოზიციაზე ესპანეთი და ლორეტ-დე-მარეა, სადაც ყველაზე იაფად შეიძლება შვებულების გატარება. ხელმისაწვდომ ქალაქებად ითვლება სალაუ, მაგალუფი, ტორემოლინო და კალა დ’ორი.
მეოთხე პოზიციას არავის უთმობს მალტა, სადაც მართალია, ნაკლებადაა ეგზოტიკური ხედები, სამაგიეროდ, უამრავი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა სანახავი.
ბრინჯაოს მედალი ყველასთვის მოულოდნელად მაროკოს ერგო. ყველაზე მიმზიდველი ფასების წყალობით ის ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა, გასულ წელთან შედარებით ფასები 13%-ით გაიაფდა.
ვერცხლისმედალოსან თურქეთში მისაღები ფასები ანტალიასა და ბოდრუმში, მარმარისსა და ოლუდენიზში უნდა ეძებოთ.
პირევლობა და ოქროს მედალი ამ სეზონზე არავის დაუთმო ბულგარეთმა, სადაც დასვენება ყველაზე იაფად და კომფორტულად ოქროს სანაპიროს სასტუმროებში შეიძლება.