ინფლუენსერი ანასტასია რუსია, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს, გამომწერების კითხვებს პასუხობს.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვა, მის რჩეულს, სანდრო ჩიჩუას ეხება.
„ძალიან ლამაზები ხართ და უხდებით ერთმანეთს“,- რასაც ანასტასია პასუხობს:
„უღრმესი მადლობა. კითხვების 90% ჩემს პირადს ეხება. დასამალი არაფერი მაქვს. პირიქით, გაცნობის ისტორიაც არაჩვეულებრივი გვაქვს, (არა, სანდრო?)
უბრალოდ პირადი ამ ეტაპზე მირჩევნია, დარჩეს პირადად.
მხოლოდ საკუთარი საჯაროობა მაქვს პასუხისმგებლობად და ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად ახლა.
ვიცი, რომ გამომწერები გამიგებთ. შეიძლება, მოვიდეს დრო და მოგიყვეთ, შეიძლება, დამენანოს და ჩემთვის დავიტოვო, რა ვიცი“, – წერს ანასტასია რუსია სოციალურ ქსელში.
როდის აპირებს ანასტასია რუსია დაოჯახებას?- ინფლუენსერი ერთ-ერთი გამომწერის კითხვას პასუხობს

