LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112-ის ოპერატორი ბავშვის მისამართს საძიებო სისტემა eSchool-ის საშუალებით დაადგენს

71

112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, დაადგინოს დაზარალებული ბავშვის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მხოლოდ 112-ის ოპერატორებს, თან მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

“სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი. ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო 112-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს. ცვლილება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია,“ – განმარტავენ შს სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები