LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის ქუთაისელი გოგონა კარნეგი ჰოლში მიიწვიეს

95

12 წლის ქუთაისელი გოგონა ანი ანაკიძე, ივნისის ბოლოს კარნეგი ჰოლში გალა კონცერტზე მიიწვიეს.

კარნეგი ჰოლში ქართველი ვიოლინისტი დიმიტრი კაბალევსკის ნაწარმოებს “სავიოლინოს” შეასრულებს.

ანი ანაკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა.

12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია. მხოლოდ მიმდინარე წელს ანიმ სამ საერთაშორისო და ერთ ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილებზე გავიდა და ლაურიატის წოდებაც მიენიჭა.

ამჟამად პატარა ვიოლინისტი ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება.

„ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერებაა კარნეგი ჰოლში დაკვრა. ერთ თვეში გავემგაზვრები ამერიკაში და ცოტა ვღელავ კიდეც. იმედია წინ კიდევ ბევრი კონცერტი და საინტერესო გამოსვლები მელოდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე.“ – განაცხადა 12 წლის შემსრულებელმა.

ანიმ მუსიკისადმი სიყვარული პატარა ასაკშივე გამოამჟღავნა და 4 წლისა ვოკალზე შეიყვანეს. მალე ეროვნული კონკურსის „ჰარმონია“ -ს ლაურიატი გახდა და მიიღო სპეციალური პრიზი ქართული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 6 წლისა მისივე სურვილით ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს განხრით. ანი ყოველთვის დიდი სიხარულით იღებდა მონაწილეობას კონცერტებსა თუ კონკურსებში. 2013 წელს 7 წლის ასაკში თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე I პრემიის ლაურიატი გახდა. ამავე წელს საერთაშორისო კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ მიენიჭა ლაურიატის წოდება და ნომინაცია „პატარა ვირტუოზი“ 8 წლისამ ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი რთული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. იგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მუდამ ხვდება საპრიზო ადგილებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები