LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 დეკემბერს 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდებიან

109

14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 – 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

რეიტინგის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2016 – 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი. ესენია: 

  1. ავერსი
  2. ბაზის ბანკი
  3. გაა ჰოლდინგი
  4. გალფი
  5. გეოპლანტი
  6. გეოპროდუქტი
  7. გიუაანი
  8. დუგლაძეების ღვინის კომპანია
  9. ენ სი სი
  10. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი
  11. ვენდისი
  12. ზარაფხანა
  13. კავკასიის ავტოიმპორტი
  14. კულა
  15. ემ ჯი
  16. მტკვარი ენერჯი
  17. ნეოგაზი
  18. ნიკორა სუპერმარკეტი
  19. ნიუთაიმი
  20. ომეგა ჯგუფი
  21. ორბი ბათუმი
  22. პსპ
  23. საქნახშირი
  24. საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  25. საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი
  26. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  27. სოკარ ჯორჯია გაზი
  28. ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენი
  29. შუხმან ვაინს ჯორჯია
  30. ჰიუნდაი ავტო საქართველო

აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს,  გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ.

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. ცნობისთვის, გასული წლის საუკეთესო ინვესტორად დასახელდა  ”ომეგა ჯგუფი” და ზაზა ოქუაშვილი.

შეგახსენებთ, მედიაჰოლდინგი Georgian Times და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:   TBC  ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია, ყაზბეგი – გოგი თოფაძე, GWS  – ლევან გაჩეჩილაძე, შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი და სხვა..

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები