LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-16 ოქტომბერს „თბილისობა“ გაიმართება

102

ტრადიციული დღესასწაული „თბილისობა“ ოქტომბრის შუა რიცხვებში, კერძოდ, 15 და 16 ოქტომბერს გაიმართებას. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და ის შაბათს, 15-ში, დღის თორმეტი საათიდან დაიწყება, საღამოს შვიდ საათამდე ლეღვთახევში მივიწყებული პროფესიების იმიტირებულ ჩვენებაზე დასწრებას შეძლებთ, ამავე დროს, ვარდების მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში თბილისური ბაზარი მოეწყობა, ზურა შევარდნაძესთან ერთად. ევროპის მოედანზე ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ, რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციის და ნუგბარის პრეზენტაციას დაესწრებით, მეტეხის ხიდზე რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია უამრავი ღონისძიება ბავშვებისთვის.

„ახალი ტფილისის“ ტერიტორია ასევე საკმაოდ დატვირთულია 15 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში. აქ ნახავთ ინსტალაციას სახელწოდებით „ხვალ“, დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე დიჯეური სეტის მოსმენის შესაძლებლობა გექნებათ, 17:00 საათიდან – ჰიპ-ჰოპ ლაივის. საღამოს 7 საათიდან აქვე მაქს მაჩაიძის ლაივს მოისმენთ, ევროპის მოედანზე კი ჯგუფებს – „რეგიონი“, „ფრანი“ და „ლაუდსპიკერსი“.

„თბილისობის“ პროგრამაშია ასევე კლასიკური მუსიკის ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“.

რაც შეეხება 16 ოქტომბერს, ასევე რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, სპორტული აქტივობებიდან დაწყებული, მუსიკალური ღონისძიებებით დასრულებული. 18:00 – 19:00   საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016″ – ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 – 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოვება გაიმართება. „ახალ ტფილისში“ დათო ევგენიძის აკომპანემენტით პროექტი „თხრობა მუსიკით“ შედგება.

„თბილისობა“ დასრულდება ცენტრალური გალაკონცერტით, რომელიც თბილისის მეიდანზე გაიმართება. მისი სახელწოდებაა „ჩემო თბილისქალაქო“. კონცერტს დიჯეი გააგრძელებს და დაასრულებს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/1458076697542259/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები