LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ფილმი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

„თავს უშველე!“ (Get Out, 2017) – ახალგაზრდა შავკანიანი კრისი, რომელიც მეგობარი გოგონას მშობლებს სტუმრობს, ძალიან წუხს, რომ ისინი თეთრკანიანთა ელიტას მიეკუთვნებიან, თავად კი, მხოლოდ რიგითი ფოტოგრაფია და წარმოდგენაც არ აქვს რა კოშმარი იმალება დახვეწილი მანერებისა და კეთილიგანწყობილი ღიმილის მიღმა.

„ტრუმენის შოუ“ (The Truman Show, 1998) – მსხვილი ტელეკომპანია, რომელსაც ორიგინალური რეალითი-შოუს შექმნა აქვს ჩაფიქრებული, პატარა ბიჭუნაზე იღებს მეურვეობას, მერე კი, ულამაზესი დეკორაციით მხოლოდ მისთვის აწყობს, კეთილი ადამიანებით დასახლებულ ნამდვილ ქალაქს, სადაც მართალია, უკვე გაზრდილი ტრუმენი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს, რომ მთელი მისი ცხოვრება მხოლოდ დადგმული შოუა.

„მოსამსახურე“ (The Help, 2011) – ფილმის მოქმედება 1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება, სადაც მართალია, დიდი ხნის წინ გაუქმდა მონობა, მაგრამ თეთრკანიანთა გაბატონებული რასა მაინც არაფრად აგდებს შავკანიანთა უფლებებს და არც მათ სისტემატურ ჩაგვრასა ერიდება.

„ნდობა“ (Trust, 2010) – სოციალური ქსელით ახალგაზრდა მამაკაცის გაცნობის და რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ, 14 წლის ენნი მშობლებისგან ფარულად ხვდება ოცენების მამაკაცს, თუმცა უცნობი არც ისე ახალგაზრდა და მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორც გოგონას წარმოედგინა. დევიდ შვიმერის ტრილერი არა იმდენად სექსუალურ მანიაკებზეა, რამდენადაც მათ მსხვერპლზე, რომელთა ბედს ხშირად უმნიშვნელო შემთხვევითობა განსაზღვრავს.

„სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ (The Grand Budapest Hotel, 2014) – საკმაოდ გონებამახვილურ ტრაგიკომედიაში უეს ანდერსონი მაყურებელს ლტოლვილ ზერო მუსტაფას ისტორია მოუთხრობს, რომლესაც ძალიან გაუმართლა, რადგან ჯერ ფეშენებელურ სასტუმროში მოეწყო სამუშაოდ, მერე კი, ლეგენდარულ მუსიე გუსტავს დაუმეგობრდა, რომელსაც ნებისმიეროი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია.

„კარგი ბიჭი“ (Beautiful Boy, 2010) – ოჯახური წყვილი ტელევიზიით გებულობს, რომ მათმა შვილმა ჯერ კლასელები დაცხრილა, მერე კი, თავი მოიკლა. დათრგუნული მშობლები ცდილობენ გაარკვიონ სად დაუშვეს შეცდომა, თუმცა იძულებული არიან მოითმინონ გარშემომყოფთა სიძულვილი, პრესის შეურაცხყოფა და იცხოვრონ დანაშაულის გრძნობით, რომ მკვლელი აღზარდეს.

„ქოხი ტყეში“ (The Cabin in the Woods, 2012) – მართალია, თანამედროვე საშინელებათა ფილმების დიდი ნაწილი მოსაწყენია, მაგრამ „ქოხი ტყეში“ აბსოლუტურად განსხვავდება მათგან, რადგან შემზარავი ტრილერი დრიუ გოდარდმა, შავი იუმორითაც გაამდიდრა.

„ცოცხლად დამარხული“ (Buried, 2010) – პოლ კონროიმ, რომელიც ერაყში მუშაობდა სატვირთოს მძღოლად, აფეთქების შედეგად დაკარგა გონება, რამდენიმე საათში გამოფხიზლებული კი, უდაბნოს ქვიშაში, ხის ყუთში აღმოჩნდა დატყვევებული. როდრიგო კორტესის დრამას თამამად შეიძლება ეწოდოს ერთი მსახიობის ფილმი, რადგან მთელი 95 წუთი მაყურებელი მხოლოდ რაიან რეინოლდს ხედავს ეკრანზე და სწორედ მასთან ერთად ცდილობს გადარჩენას.

„სოფის არჩევანი“ (Sophie’s Choice, 1982) – კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დრამაში ალან პაკულა არა მხოლოდ ქალის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომელმაც ფაშიზმის ეპოქაში დაკარგა ახლობლები და მეგობრები, არამედ იმ არჩევანის  აუცილებოლობას ახსენებს, რომელსაც ხშირად იძულებით ვაკეთებთ.

„შეუქცევადობა“ (Irréversible, 2002) – გასპარ ნოეს ფილმი არა მხოლოდ სიუჟეტითაა საინტერესო, არამედ თხრობის მანერითაც, რადგან მაყურებელი თითქოს შებრუნებული ქრონოლოგიით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.

„ცხოვრება მშვენიერია“ (La vita è bella, 1997) – ჰოლოკოსტზე გადაღებული ფილმები, რომელთა შორის საუკეთესოდ „შინდლერის სია“ და „რუხი ზონა“ ითვლება, ერთნაირად მძიმე სანახავია, რობერტო ბენინის ტრაგიკომედია კი, აშკარად განსხვავდება დანარჩენებისგან, რადგან რეჟისორმა საკონცენტრაციო ბანაკშიც მოახერხა იუმორის გრძნობის შენარჩუნება.

„კარამელი“ (Hard Candy, 2005) – მართალია, 14 წლის გოგონასა და 32 წლის ფოტოგრაფის ისტორიის წინასწარ განსაზღვრა ფილმის პირველივე კადრებით შეიძლება, მაგრამ მოულოდნელი დასასრული მაინც ნებისმიერ შემთხვევაში გაგაკვირვებთ.

„მწვანე მილი“ (The Green Mile, 1999) – სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაცია მრავალ ფილოსოფიურ თემას განიხილავს, რომელთა შორის უმთავრესი, სწორი გზის არჩევა, ხშირად დაუსჯელო ბოროტება და სიკეთეა, რომელსაც ყოველთვის არ ამართლებს.

„ამელი“ (e Fabuleux Destin d’Amélie Poulain, 2001) – ჟან-პიერ ჟენეს კომედია ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც უანგაროდ ცდილობს ადამიენის გაბედნიერებას, მათთვის სიყვარულისა და ბედნიერების გაზიარებას, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრს გაუჩნდება სურვილი მიბაძოს ამელის და იცხოვროს მასავით.

„ტრასა 60“ (Interstate 60: Episodes of The Road, 2002) – მართალია, ნილ ოლივერს ყველაფერი აქვს უზრუნველი ცხოვრების, ბრწყინვალე კარიერის და იღბლიანი სიყვარულის ჩათვლით, მაგრამ ის მაინც მოგზაურობაზე, ხატვასა და გოგონას გაცნობაზე ოცნებობს, რომელსაც რამდენიმე წელია სიზმარში ხედავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები