LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს

37

ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გატარებული წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი გიუნაშვილი თავისუფალია. ის ქართული მხარის წარმომადგენლებს ჰუმანიტარულ საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაცუებთან კავშირის აფხაზეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ზურაბ ლაკერბაიამ გადასცა.

გიუნაშვილი უკვე სახლშია. მის მოსანახულებლად ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ცოტახნის წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ჩავიდა. ის ერგნეთში ყოველთვიური მოლაპარაკებების ერთერთი მონაწილეა და იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი დადებითი იმპულსი იქნება სამომავლოდ.

გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს ოკუპირებულ დისევში.მას ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობაში ედებოდა ბრალად და 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მოლაპარაკებების შედეგად ოჯახს მხოლოდ ორჯერ მისცეს უფლება, იგი მოენახულებინა, ისიც წითელი ჯვრის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები