LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წელი ერთად – ბექჰემებმა ქორწინების იუბილე რომანტიკულად აღნიშნეს (ფოტო)

219

ჯერ კიდევ გასულ თვეს მსოფლიო მედია წერდა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების განქორწინებაზე. უკვე დღეს კი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წყვილმა დაამტკიცა, რომ განქორწინებას არ გეგმავს. მეუღლეებმა ქორწინების 19 წლის იუბილე ღია ცის ქვეშ, რომანტიკული ვახშმით აღნიშნეს, ფოტო კი თავად გააზიარეს „ინსტაგრამზე“. დევიდი და ვიქტორია ხელჩაკიდებულები პოზირებენ და თან ღვინოს შეექცევიან. საინტერესოა, რომ თავად სასმელი Château Lafite Rothschild Pauillac 703 ევროს ღირებულებისაა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტით, ვიქტორია მხოლოდ ორსიტყვიანი ფრაზით შემოიფარგლა. დევიდმა კი ვრცლად გაიხსენა 19 წლის წინანდელი ფოტო, სადაც ის და ვიქტორია ანტონიო ბერარდის მიერ შექმნილ იასამნისფერ კოსტიუმებში პოზირებენ: „ბედნიერი იუბილე  საოცარ მეუღლეს და დედას, მიყვარხარ“, – წერს დევიდ ბექჰემი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები