LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა თავისი გაიტანა და რძალს მისი შეკერილი სამოსი ჩააცვა

259
ნიკოლა-პელცი

ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლა პელცის უთანხმოება საბოლოოდ დასრულდა. დედამთილი რძალს ცოტა ხნის წინ შეურიგდა. ლოს-ანჯელესის Regency Bruin-ის კინოთეატრში ახალი ფილმის „ლოლას“ პრემიერა გაიმართა, სადაც პელცი მთავარ როლს ასრულებს და სადაც ბექჰემები ერთად გამოჩნდნენ.

წითელ ხალიჩაზე ვიქტორია, ბრუკლინი, კრუზი და ნიკოლა ერთად მოვიდნენ. პრემიერას ასევე ესწრებოდნენ სელენა გომესი და ედრიან ბროუდი.

ამ დღეს პელცს ვიქტორიას მიერ შექმნილი თეთრი ორეული ეცვა.

შეგახსენებთ, რომ ერთ დროს სწორედ ვიქტორიას  საქორწილო კაბაზე უარის გამო დაიწყო ბექჰემების დიდი კონფლიქტი.

რძალ-დედამთილის ომი დასრულდა – ბექჰემები საშობაოდ შერიგდნენ

ვიქტორია ბექჰემი რძალს შეურიგდა და მასთან ერთად სამზარეულოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ვიქტორია ბექჰემი ვაჟსა და რძალზე მორიგ კომენტარს აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები